მომსახურეობა

COLOCATION ASIC მაინერებისთვის

    ჩვენ გთავაზობთ განათავსოთ ASIC-მაინერები ჩვენს დატა-ცენტრში (ზუგდიდი), სადაც მოწყობილია ოპტიმალური ტექნიკური და კლიმატური პირობები საუკეთესო მუშაობისთვის. დატაცენტრი უზრუნველყოფილია სტაბილური ელექტროენერგიით, ინტერნეტით, ვენტილაციით და არის 24 საათიან დაცვის ქვეშ. აწყობა და მომსახურეობას აწარმოებენ კვალიფიციური სპეციალისტები. პირობებსა და ტარიფებზე დეტალური ინფორმაციის გასაგებად დაგვიკავშირდით.

მოხმარებული ელექტროენერგიის ფასი 0,21 ლარი 1 კილოვატზე

მომსახურეობა 24/7

აპტაიმი 95%

მოწყობილობის აწყობისა და რაიმე სხვა დამალული გადასახადების და საკომისიოების არარსებობა

ტარიფების მოქნილი სისტემა

დაზღვევა ფორს-მაჟორულ გარემოებებისაგან კომპანია "ალდაგი"-სგან

დამატებითი მომსახურეობა

• დახმარება მაინინგისთვის მოწყობილობის არჩევასა და შეძენაში
• დახმარება კრიპტოვალუტის შეძენასა და გაყიდვაში
• ჩამოკიდებულ ტრანზაქციების დაჩქარება ან დაბრუნება (double spend)

p2pool

DASH LTC BTC
BCH

    p2pool-ი დეცენტრალიზებული პულია, ყოველი კვანძი (ნოდა) ქმნის გადანაწილებულ გამომთვლელ ქსელს, რომლის მუშაობაზე ეძლევა ანაზღაურება მთელი P2Pool-ის ქსელით მოპოვებულ ბლოკისა და ტრანზაქციების საკომისიოებისგან. p2pool-ი მუშაობს PPLNS გადახდის სისტემით, რომლის თვისებებიდან გამომდინარე მაქსიმალურ ჯილდოს მიიღებენ ის მაინერები რომლებიც მონაწილეობენ ბლოკების ძიებაში ხანგრძლივად, დეცენტრალიზაციის წახალისების შენარჩუნებისთვის. 

უპირატესობები

• ანონიმურობა. p2pool-ში შესაერთებლად თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ თქვენი საფულის მითითება, სხვა მონაცემები არაა საჭირო.

• უსაფრთხოება. p2pool-ს არ გააჩნია "ცხელი" ან "ცივი" საფულეები, შესაბამისად არაა საინტერესო ხაკერებისთვის, ასევე p2pool-ის ადმინისტრატორებს არააქვთ შესაძლებლობა მოიპარონ თქვენი კრიპტო ვალუტა, რადგან გადახდები ირიცხება ქსელით და პული ამ შემთხვევაში იღებს ტრანსპორტიორის როლს. რაც თქვენ მოიპოვებთ "მაინინგით" ავტომატურად გადაირიცხება თქვენს ანგარიშზე (საფულეზე).

• შეერთების სიმარტივე. თქვენგან საჭიროა მხოლოდ თქვენს ASIC მაინერის პარამეტრებში მიუთითოდ p2pool ნოდის მისამართი და თქვენი საფულეს მისამართი.

•  შემოსავლების დარიცხვის გამჭვირვალე სისტემა და დაფარული საკომისიოების არარსებობა. მაინერებს რომლებიც მუშაობენ p2pool-ზე თეორიულად აქვთ მეტი შემოსავლები, ვიდრე სხვა პულზე მომუშავე მაინერებს, რადგან ქსელის მონაწილეების ტრანზაქციებიდან ღბულობენ პროცენტს.

• უწყვეტი მუშაობა. p2pool-ი არ ითიშება. თქვენს მაინერში სარეზერვო კვანძის (ნოდის) ჩაწერით, ერთ ნოდაში შესრულებული სამუშაოები, ნოდის გათიშვის შემთხვევაში, ავტომატურად ჩაგეთვლებათ მეორეში - სტატისტიკის მიღების გასაღები იქნება თქვენი საფულის მისამართი.

• დაცვა DDOS- დან. p2pool არის ერთადერთი პული, რომელსაც აქვს DDOS- ის წინააღმდეგ 100% დაცვა.

ნაკლოვანებები

• გადახდის სისტემა PPLNS. მაინერები, რომელთაც სურთ თავიანთი ჯილდო დაუყონებლივ დაინახონ, მათთვის მიმზიდველი არ იქნება p2pool-ი, რადგან PPLNS- ს გადახდის სისტემა ზრდადია მაგრამ ნელი, ჯილდოს ზრდა ხდება მთელი მაინინგის დროს, როგორც კი მიიღება პირველი გადახდა, იწყება ჯილდოს ზრდა თქვენი მაინერის (ების) მაქსიმუმ სიჩქარის შესაბამისობის მიღწევამდე.

• ჩართვის მინიმალური სიმძლავრე. ჯილდო დაერიცხება მინიმალური არასაკომისიო თანხის მიღწევისას. მაინერის სიმძლავრის მიხედვით, ბლოკების გარკვეული რაოდენობის შემდეგ, გადახდა მოხდება წინა გადაუხდელი ბლოკების ჯილდოს გათვალისწინებით.

• ლოკალური საფულის ქონა. უმეტესი ბირჟები არ მიიღებენ გადახდებს თავიანთ საფულეზე უშუალოდ პულიდან, მცირე მოცულობის ტრანზაქციებით გადატვირთვის გამო, ამიტომ რეკომენდირებულია იქონიოთ თქვენი ლოკალიზებული საფულე.

• კავშირის სიჩქარე კვანძთან. პინგი ნოდამდე - განსაზღვრავს, თუ რამდენად სწრაფად ჩაითვლება თქვენი ნამუშევარი, თუ პინგი ძალიან დიდია, ბევრ გაგზავნილ ნამუშევარს ექნება უარყოფილი სტატუსი (DOA) ან Stale.

წერილის გაგზავნა